საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, “გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში”, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2022” გაიმართება

29.06.2022წ.

მიმდინარე წლის 2 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, “გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში”, გაიმართება ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2022”.
აღნიშნულ ფესტივალზე საქართველოს მასშტაბით 16 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების პროგრამა:
აღლუმი.
საზეიმო გახსნა.
გალა კონცერტი.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს