საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ განხორციელებული აქციები

11.06.2020წ.

საქართველოს ქალთა საბჭო, უკვე რამდენიმე წელია, სხვადასხვა სახის აქციებს ახორციელებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ქალთა საბჭოსთან ერთად – თავმჯდომარე მაყვალა ჯაფარიძე.

ახლახანს, საქართველოს ქალთა საბჭომ სააფთიაქო კომპანია „ავერსის“ დახმარებით, 1000 ლარის სხვადასხვა სახის მედიკამენტი და მეორადი ტანსაცმელი გადმოგვცა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

მედიკამენტები, მთლიანად გადაეცა ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც პრეპარატებს, საჭიროების მიხედვით გადასცემს სოციალურად დაუცველ ავადმყოფებს.
მეორადი ტანსაცმელი, გაუნაწილდებათ მრავალშვილიან დედებს და სოციალურად დაუცველთა ოჯახებს.

ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ქალთა საბჭოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ქალთა საბჭოს და კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელობის მიმართ, გამოჩენილი გულისხმიერებისათვის!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა