საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების ფარგლებში ონში გამართული საახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

02.01.2023წ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების ფარგლებში ონში გამართული საახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში ონის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიების დასასრულს ონელების წინაშე ჯგუფი „ჩვენებურები” და ჯგუფი „გუფილენდი“ წარსდგა.
გალაკონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა