საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროექტზე ArtEast–ArtWest განაცხადების მიღება გრძელდება

18.08.2025წ.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროექტზე ArtEast–ArtWest განაცხადების მიღება გრძელდება.
პროექტის მიზანია საქართველოს შესახებ ლეგენდებზე, ისტორიულ მოვლენებსა და გამორჩეულ პერსონაჟებზე დაფუძნებული 13 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნა.
პროექტი შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
შემოქმედებითი ტურები რეგიონებში
•მონაწილეები შემოქმედებითი ტურების ფარგლებში ადგილობრივი კულტურის, ისტორიებისა და ფოლკლორის შესახებ შეაგროვებენ მასალას მომავალი ნამუშევრებისთვის. საკუთარ რეგიონებში აღმოაჩენენ ადგილებს, ისტორიებს, ლეგენდებს, ადამიანებსა და კულტურულ დეტალებს, რომლებიც შეიძლება მომავალი ანიმაციის ინსპირაციად იქცეს.
•სწავლება და პრაქტიკული ვორქშოფები შემდეგი მიმართულებებით იქნება ხელმისაწვდომი: ამბის თხრობა და სცენარის წერა, პერსონაჟებისა და ვიზუალური დიზაინის შექმნა, ხმა და მუსიკა , ანიმაცია.
•გუნდების ფორმირება – მონაწილეები ერთიანდებიან შემოქმედებით გუნდებად და სხვადასხვა პროფესიული როლის გადანაწილებით იწყებენ საკუთარ ანიმაციაზე მუშაობას.
შუალედური ბანაკი
•სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული მონაწილეები ერთმანეთს შემოქმედებით ბანაკში შეხვდებიან. ეს იქნება იდეებით, პრაქტიკული მუშაობით, ვორქშოფებითა და მენტორებთან შეხვედრებით დატვირთული დღეები. გუნდები იმუშავებენ საკუთარ ისტორიებზე, გამოცდიან სხვადასხვა ვიზუალურ და ტექნიკურ მიმართულებას, მიიღებენ პროფესიონალების უკუკავშირს და მნიშვნელოვნად განავითარებენ საკუთარ პროექტებს.
დემო დღე
•პროექტი დასრულდება დემო დღით- ფინალური ღონისძიებით, სადაც შექმნილი ანიმაციები ფართო აუდიტორიის წინაშე იქნება წარმოდგენილი და გუნდების რამდენიმე თვის მუშაობის შედეგი დიდ ეკრანზე, ყველა შესაძლო დაინტერესებული მხარისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
პროექტი განკუთვნილია 14 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. მონაწილეობის მისაღებად ანიმაციის სფეროში წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 აგვისტო.
განაცხადის შესავსებად ეწვიეთ: https://apps.mygita.ge/zs/MhCZ3r

Related posts

#ონელობა2026

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება

ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე