საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ონის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

14.10.2026წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ონის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში მათ წვლილზე ისაუბრა.
დაჯილდოების ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს