საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით, თვითმმართველი ერთეულებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

08.06.2022წ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით, თვითმმართველი ერთეულებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, სახალხო დამცველის ოფისის, ათეას აღმასრულებელ საბჭოსა და შერჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, მრავალდონიანი თანამშრომლობისა და დიალოგის ფარგლებში მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ, საქართველოს სახალხო დამცველთან – ნინო ლომჯარიასთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან – ნატალია ვუტოვასთან ერთად გახსნა.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.