სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ევროკავშირის პროგრამა „EU4Youth“ ეგიდით, ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის შეხვედრა გაიმართა

15.12.2021წ

14-15 დეკემბერს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ევროკავშირის პროგრამა „EU4Youth“ ეგიდით, ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმების დონის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გიორგი ნოდარიშვილი, ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი – კრისტიან ვაგნერი, პროგრამის საერთაშორისო კოორდინატორი კლაუდიო დონდი, ევროკავშირის პროგრამის ასისტენტი – გენადი სობალი, ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის ფასილიტატორები და ხელმძღვანელები – ხატია აგიაშვილი და ირაკლი გიორბელიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი – ქრისტინე კობახიძე, ქ.ონის ყოფილი მერი, დიპლომატი – დავით ჩიკვაიძე, სამხარეო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი – ზურაბ ცაგურიშვილი, რეგიონში არსებული კერძო სექტორის წარმომადგენლები @Royal Khvanchkara @Glamping Georgia @Karse @Naberauli, ახალგაზრდული ორგანიზაციის “Peoples Priority”-ს წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელი – გვანცა ტოროშელიძე, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელი – ნიკა ინაური. ვირტუალური პროგრამა “Zoom”-ის საშუალებით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა @Iberia @Konstrukt2 @Erqvani.
შეხვედრაზე განხილული იქნა დამსაქმებელთა წინაშე მდგარი სხვადასხვა პრობლემები, სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები, რის საფუძველზეც დაიგეგმა რიგი ღონისძიებები ევროკავშირის პროგრამის – Eu4Youth „ეროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ფარგლებში, მათ შორის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა და აღნიშნულ სექტორთა შორის მემორანდუმის გაფორმება

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ვასო მეტრეველი გარდაიცვალა

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა