საახალწლო სამზადისი ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

19.12.2023წ.

საახალწლო სამზადისი ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს
რამდენიმე დღეა ონის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო განწყობაა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა.
ქალაქის შემოსასვლელში არსებული გადმოსახედი, დემეტრე II და დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი, მოედნის, ვახტანგ VI და სააკაძის ქუჩაზე არსებული სკვერები სრულიად ახალი დიზაინით, საახალწლო განათებებით და დეკორაციებით დამშვენდა. ქალაქის ქუჩებში ილუმინაციები დამონტაჟდა.
მომდევნო დღეებში საახალწლო განათებების მონტაჟი კვლავ გაგრძელდება და დავით აღმაშენებლის მოედანზე 27 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაგვირგვინდება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა