საავტომობილო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში

14.03.2022წ.

დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
12 მარტიდან ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში იწმინდება როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე სოფლის შიდა საუბნო გზები.
ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები ონი-შოვის და ღების მიმართულებით.
სოფლის შიდა საუბნო გზები გაწმენდილია კომანდელი- ხირხონი-ქორთას მიმართულებებით.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გრძელდება

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს