რა ხდება საავტომობილო გზებზე

08.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით დილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე: ონი-ირი, ონი-შოვი და საგლოლო-ღების მიმართულებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში მისასვლელ გზებზე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. ასევე, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს გზების გაწმენდას.
მოსულმა ნალექმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში (ქვედი-წედისი, კვაშხიეთი-შქმერის და საკაო-ხიდეშლები) ელექტროენგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია “ენერგო-პრო-ჯორჯიას” – ადგილობრივი წარმომადგენლის განმარტებით, სამივე მიმართულებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები რომლის დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
გთხოვთ, გადაადგილებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა