რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან, ერთად, სოფ. ზუდალი-სევის გზის მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

03.05.2022წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან, ერთად, სოფ. ზუდალი-სევის გზის მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სოფ. ზუდალი-სევის საავტომობილო გზის 900 მ. სიგრძის მონაკვეთს (აბაიშვილების უბნამდე) მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოსწორების და დაპროფილების სამუშაოები. ასევე, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10” ასრულებს. პროექტის დასრულება, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 371 335 ლარს შეადგენს.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.