რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, იაპონიის ელჩს საქართველოში ბატონ -იმამურა აკირას ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ერთად უმასპინძლა

18.11.2021წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, იაპონიის ელჩს საქართველოში ბატონ -იმამურა აკირას ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ერთად უმასპინძლა.
 ონის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩმა საზეიმოდ მძიმე ტექნიკა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა პროექტი ‘’ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის’’, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მუნიციპალიტეტისათვის მძიმე ტექნიკის გადაცემა.
გამომდინარე იქედან, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიეკუთვნება ერთჯერადი და მრავალჯერადი ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონას აღნიშნული ტექნიკა ადგილობრივ ხელისუფლებას მისცევს შესაძლებლობას კატასტროფებისადმი მზაობის და შედეგების ეფექტურად დაძლევის.
საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.
საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მართლაც, რომ საჭირო დახმარება გაეწია, აღნიშნული ტექნიკა საშუალებას მისცევს მინიციპალიტეტს დროულად მოახდინოს რეაგირება ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნეს დაცული. სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს- იმამურა აკირას მხარდაჭერისათვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის

Related posts

პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა

ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა