რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა

by magda

25.03.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლები საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სამედიცინო პერსონალისგან არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეფიციტური სამედიცინო პერსონალის მოძიებასა და სოფლებში ამბულატორიების მშენებლობებზე.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content