რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა

15.12.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა.
შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს, ყურადღება დაეთმო ზამთრის სეზონისთვის მზადებას.
„სოფლად მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობა და სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება სამხარეო ადმინისტრაციის პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ყველა იმ პროექტისა და სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, რომელსაც მათ მუნიციპალიტეტი სთავაზობს. უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა საჭირო ინიციატივების განხორციელება და დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლების განვითარებას“, – განაცხადა ქრისტინა კობახიძემ.
შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ​რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე ესწრებოდნენ.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა