ონის მუნიციპალიტეტის მერია ტანმოვარჯიშეებ – ლიზა დვალიძეს და ანა ჭელიძეს რეგიონულ შეჯიბრში „Princess Cup – 2025“ მორიგ წარმატებას ულოცავს

15.12.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია ტანმოვარჯიშეებ – ლიზა დვალიძეს და ანა ჭელიძეს რეგიონულ შეჯიბრში „Princess Cup – 2025“ მორიგ წარმატებას ულოცავს.
შეჯიბრიდან, რომელშიც 17 კლუბის 250 ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა, სპორტსმენები მშობლიურ მუნიციპალიტეტში სამი ოქროს მედლით და სპეციალური პრიზით დაბრუნდნენ.
ანა ჭელიძემ მოიპოვა შეჯიბრის სპეციალური პრიზი და გახდა ,,შეჯიბრის პრინცესა”.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ვულოცავთ ტანმოვარჯიშეებს ბრწყინვალე შედეგებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში. მადლობას ვუხდით მწვრთნელებსა და მშობლებს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა