რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ გამცემლიძესთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორ-დავით ლორთქიფანიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან ერთად ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა

26.11.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ გამცემლიძესთან, ეროვნული მუზეუმის დირექტორ-დავით ლორთქიფანიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან ერთად ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა
ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე შეაფასეს მუზეუმის არსებული მდგომარეობა და იმსჯელეს მუზეოგრაფიის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ონის მხარედმცოდნეობის მუზეუმი, მუზეუმების განვითარების პროცესის ფარგლებში, საქართველოში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას, ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოიცავს საცავს წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი არტეფაქტებისათვის. ახალ მუზეუმში ყველა უნიკალური ნივთის განთავსება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება შესაძლებელი.
მუზეუმი დაათვალიერეს ასევე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ონში ირმა ჩიხრაძემ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — სორის მოსახლეობას შეხვდნენ.