2
21.10.2024წ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება
ძვირფასო მოქალაქეებო, გაცნობებთ, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ფეისბუქ გვერდი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდა, რის შედეგადაც მოგვიწია ახალი ფეისბუქ გვერდის შექმნა.
მოგმართავთ ყველას, ვინც გულშემატკივრობთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, გაინტერესებთ რეგიონში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები, გამოიწეროთ ახალი გვერდი.
მოგახსენებთ, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ძველი გვერდი 2013 წლიდან, ფეისბუქის წესების სრული დაცვით ფუნქციონირებდა. აღნიშნული გვერდი იყო ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო საშუალება რეგიონის (და არა მარტო) მოსახლეობისთვის, რომლის საშუალებით ეცნობოდნენ მიმდინარე სიახლეებს, დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მოეწერათ პრობლემების შესახებ და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში გვერდმა მოიპოვა ათასობით გამომწერი.
იხილეთ ახალი ფეისბუქ გვერდის ლინკი- https://www.facebook.com/profile.php?id=61567187348551