რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა

05.08.2022წ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა.
აღნიშნული თანამდებობა ქრისტინე კობახიძემ დაიკავა, რომელიც ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელობდა, აგრეთვე იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი და უმრავლესობის ლიდერი.
ქრისტინე კობახიძე პროფესიით ეკონომისტია, იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც სწავლობდა. მას კერძო სექტორში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს სადაც მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით.
ამჟამად არის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული სქართველოს” ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი და ამავე ორგანიზაციის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ქალბატონი ქრისტინე წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის სამაჟორიტარო ოლქის ბიუროს და არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა თუ გადაწყვეტილება მიუღია რეგიონის წარმატებისთვის.
სწორედ ამიტომ, მადლობას ვუხდი გაწეული ღირსეული საქმიანობისთვის და კვლავ მრავალ წარმატებას ვუსურვებ ახალ პოზიციაზე, ჩვენი რეგიონის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრებ მოსახლეობას

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით- კონკურსი გამოცხადდა

25 აპრილს, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად განხორციელდა კამპანია -“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე