რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, ონის მუნიციპალიტეტის  მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ჩიკვაიძესთან ერთად, სოფელ პიპილეთის ადმინისტრაციულ შენობასა და საჯარო სკოლაში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს

01.06.2020წ.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე,  ონის მუნიციპალიტეტის  მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ჩიკვაიძესთან ერთად, იმყოფებოდა   სოფელ პიპილეთში. მათ  სოფელ პიპილეთის ადმინისტრაციულ შენობის დასრულებული და  საჯარო სკოლაში მიმდინარე  სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს, ადგილზე გეცნენ  არსებულ პრობლემებს , ასევე იმყოფებოდნენ გუფთა-ონის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, დაათვალიერეს გზის დაზიანებული მონაკვეთი, სადაც რამდენიმე დღის წინ გადაბრუნდა საყრდენი კედელი, ამჟამად აღნიშნული გზის მონაკვეთი უსაფრთხოების მიზნით შემოსაზღვრულია რკინა-ბეტონის პარაპეტებით და უახლოეს ხანში დაიწყება პრევენციული ღონისძიებები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა