რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა  დეპუტატმა  გოჩა ენუქიძემ,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ფსორი-ბაჯიხევის მონაკვეთი  მოინახულეს

23.03.2021წ.

 რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა  დეპუტატმა  გოჩა ენუქიძემ,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ფსორი-ბაჯიხევის მონაკვეთი  მოინახულეს, სადაც 12 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა და ბეტონის საფარიანი გზა მნიშვნელოვნად დააზიანა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, პროცესში დროულად ჩაერთო გეოლოგიის დეპარტამენტი, რომელმაც შეაფასა და განსაზღვრა პროცესის შემდგომი რისკები.
შესაბამისად, სპეციალისტების მიერ გეოლოგიური დასკვნის დადებისთანავე დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენითი სამუშაოები.
აღნიშნულ საკითზე ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების, ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის გზის-კონტრაქტორი კომპანიის და ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობით,შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწოფო რწმუნებულის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარმენ მარგველიძის მოადგილეები გიორგი მაქარაშვილი და ლაშა ჭიჭინაძე.
შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა,რომელიც მოიცავს ადგილზე არსებული ვითრების დაექსპერტებასა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე მიმდინარე პროექტების გადახედვა-კორექტირებას.
ამ ეტაპისთვის, სოფელთან დასაკავშირებლად მოწყობილია დროებითი ალტერნატიული გზა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება ამ დრომდე შეუფერხებლად ხორციელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ დეტალურად იქნა განხილული რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და პრობლემური საკითხები