რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული , პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი

08.08.2020წ.

დღეს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული , პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გივი (გიგა) სახელაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს, გამთენიისას ონის მუნიციპალიტეტის სოფ.წედისში სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.
12 წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან. ჩვენი ვალია გვახსოვდეს გიგა სახელაშვილი და სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა