რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან ერთად მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ

15.07.2022წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან ერთად მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს 2022 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების, მაქსიმალურად, მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება მოსთხოვეს.
კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე, განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე- გიორგი ნოდარიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა