2
31.01.2024წ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან – ირმა ჩიხრაძესთან ერთად, ა.ა.ი.პ ონის საბავშო ბაგა-ბაღი მოინახულა.
ხელმძღვანელი პირები გაეცნენ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება, აგრეთვე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ის საჭიროებები, რაც ბაგა-ბაღის ავტორიზაციის გავლის პროცესამდე არის მოსაგვარებელი.
აღსანიშნავია, რომ ბაღი ავტორიზაციის პროცესის გავლისთვის ემზადება, რისთვისაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი. აღნიშნული სამუშაოები კი უახლოეს მომავალში ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდება