რაჭა-ლეჩხუმასა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო

28.03.2020წ.

რაჭა-ლეჩხუმასა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო.

აღნიშნული ახალი COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

შემოვლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში, წედისში, ქვედში, ქვედრულაში, სხანარში, ღებსა და ჭიორაში განხორციელდა.
ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანგებოდ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.

მოსახლეობაში შემოვლის პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე,საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად უშუალოდ უწევს მონიტორინგს.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს