რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა

08.04.2026წ.

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დამტკიცებული პროგრამა/ქვეპროგრამით, 95 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს, ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო კალათა ჯამში 20 ბენეფიციარს გადაეცემა.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო