რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილე ალუდა თუთისანთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, ქალაქ ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო

17.06. 2026წ.

რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილე ალუდა თუთისანთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, ქალაქ ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, სადაც ცამეტი
ასურელი მამის სახელზე ახლადდაწერილი ხატი დაბრძანდა.
პარაკლისი ონის გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მამა ნოემ (კერესელიძე)აღავლინა.
ხატი ტაძარს,შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის უკვდავსაყოფად,დავით მაისურაძემ შესწირა.
ცამეტი ასურელი მამის სახელზე დაწერილი ხატი, დროებით ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაბრძანდა.
შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძრის აშენების შემდეგ, ხატი იქ დაიდებს ბინას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა