რაჭაში, სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება

29.07.2020წ.

რაჭაში, სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, რეგიონში გაემგზავრა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.

ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა, ონში, სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად კი უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

ონის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადგილას ჩარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა