პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

25.08.2022წ.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნა ისეთი საზოგადოებრივი სამუშაოები, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში.
ონის მუნიციპალიტეტში დასაქმების მასშტაბური პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ადმინისტრაციულ ერთეულების სოფლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვადასხვა საქმიანობას ახორციელებენ.
ამ დროისთვის გასუფთავდა სოფლებში არსებული ეკლესიების და სასაფლაოების ტერიტორიები, გაიკაფა სოფლებამდე მისასვლელი გზის ნაპირები, გასუფთავდა სოფლის ადმინისტრაციული შენობები და მიმდებარე ეზოები.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო დასაქმების პროგრამა ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, იყვნენ რეალიზებულნი, მეორე მხრივ, გაუმჯობესდეს მათი ეკონომიკური მდგომარეობა, გაიზარდოს მათი შემოსავალი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმება არ ითვალისწინებს, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტას. მათ 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება შემწეობა. პროგრამაში მონაწილეობით, კი, დამატებით, ანაზღაურებას მიიღებენ.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.