პრევენციული ღონისძიებების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგზვნარაში მდ. რიონის კალაპოტის ფორმირება მიმდინარეობს

13.03.2024წ.

პრევენციული ღონისძიებების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგზვნარაში მდ. რიონის კალაპოტის ფორმირება მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, 250 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ბეტონის კუბების მოწყობას.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 821 841 ლარს შეადგენს. პროექტი მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება.
პროექტის მიზანია მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა