ონჭევში გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს!ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სოფელ ონჭევში იმყოფებოდნენ, სადაც გზის ახალი საფარის დაგების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

11.10.2025წ

პროექტი მოიცავს ორ კილომეტრამდე სიგრძის საავტომობილო გზის მოწყობას, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს.
ადგილზე ვიზიტისას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის, ხარისხის კონტროლისა და დასრულების ვადების შესახებ.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა