ონში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

02.05.2020წ.

„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – ონში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გუნდი შეუერთდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან ერთად, აღნიშნულ აქციაში ჩაერთვება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის
ყველა ადგილობრივი საოლქო ორგანიზაცია.

ონში, უანგარო დონაციის აქციაზე სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იმყოფებოდნენ.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა.

აქცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა” განახორციელა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა