ონში საყოველთაო დაზგვევის ფარგლებში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა

4 დეკემბერს, ქ.ონში საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში, ოპერაცია მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 11 პაციენტმა გაიკეთა. მსურველებს ჩაუტარდა კატარაქტას ექსტრაქცია და ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლით.
ოპერაციებს პროფესორი საშა ალექსიძე დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ატარებდა, პაციენტთა მომზადებას და შემდგომ მეთვალყურეობას კი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ონის საავადმყოფოს ექიმი-ოფთალმოლოგი კობა ჩიღვინაძე ახორციელებს.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს