ონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

07.07.2023წ.

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ქალაქის იერსახის გალამაზების მიზნით, ონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის 300-ზე მეტი მარადმწვანე მცენარე და 9 ძირი იშვიათი ჯიშის ხე უკვე დარგულია, აღნიშნულს დაემატება 400 ცალი, დეკორატიული-ბუჩქოვანი მცენარე.
სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა სახის სამუშაოებს ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური“ რამდენიმე ლოკაციაზე ანხორციელებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა