04.11.2026წ.
ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს!
7-8 ნოემბერს, ონის საჭიდაო სკოლა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე (შურა) მაისურაძის და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნის, გიორგი სხირტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2012-2014 წლებში დაბადებული ჭაბუკები და 2011-2012 წლებში დაბადებული გოგონები.