ონის საჯარო სკოლაში “ეტალონის” მორიგი ჩემპიონატი გაიმართა

by magda

12.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში „ეტალონის” მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი 2020″ მონაწილე მოსწავლეებს ონის მუნიციპალიტეტი მერი ემზარ საბანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.

ჩემპიონატის გამარჯვებული “ონის ეტალონი მოსწავლე 2020 ” ონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლევან რაზმაძე გახდა.

ღონისძიებაზე გოჩა ტყეშელაშვილმა „2019 სასწავლო წლის “ონის ეტალონ მოსწავლეს”, ნიკოლოზ ორდინიძეს გამარჯვება მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.
2020 წლის “ეტალონი”გამარჯვებული მოსწავლე ლევან რაზმაძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content