ონის მუნიციპალიტეტის მერია „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (CoMEast) ფარგლებში, ევროპის მდგრადი ენერგიის კვირეულს (EUSEW 2023) შეუერთდა

by magda

ო5.07.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (CoMEast) ფარგლებში, ევროპის მდგრადი ენერგიის კვირეულს (EUSEW 2023) შეუერთდა.
როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტი, მდგრადი ენერგეტიკის დღეს წელს, მეორედ ავღნიშნავთ.
ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა გარემოსდაცვით აქტივობები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა, ააიპ სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა და უფროსმა თაობამ.
ღონისძიებები მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტის ოფიციალური მხარდამჭერის “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიმართა.
მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეული” ევროკავშირის ინიციატივით 2009 წლიდან აღინიშნება და ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის პოპულარიზაციას ემსახურება.
კვირეულის გარდა, ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილი მერების შეთანხმების”პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
ონის მუნიციპალიტეტი “ მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (#CoMEast) 2022 წლის აპრილში შეუერთდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content