ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ქართული ხალხური სიმღერის საღამო გაიმართა

by magda

07.07.2023წ.

დღეს ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ქართული ხალხური სიმღერის საღამო გაიმართა.
ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა “ჩოხოსნები”( ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი) და ონის სალოტბარო სკოლამ (ლოტბარი- ირემა ჯაფარიძე) ერთობლივად მეგობრული ფოლკლორული ღონისძიება აჩუქა მაყურებელს.
ხალხური სიმღერის საღამოზე შესრულებული იყო სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და საგალობლები.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი ესწრებოდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content