ონის მუნიციპლიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14.08.2019

14 აგვისტოს ონის მუნიციპლიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ონის მუნიციპალიტეტის 2020- 2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების თაობაზე მომუშავე ჯგუფმა, ონის მუნიციპალიტეტის მერს ემზარ საბანაძეს 2020- 2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი წარუდგინა.
ამჟამად წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად გამოკვეთილია ხუთი ძირითადი პრიორიტეტი:
ინფრასტრუქტურის განვითარება.
განათლება.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები.
2020-23 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე დაზუსტდება

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო