ონის მუნიციპალლიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

07,08,2019

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ონის მუნიციპალლიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ დროისთვის არსებულ პრობლემურ საკითხებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ონელობა-2019“ს დღესასწაულისათვის მზადების პროცესს.
️   მერის განცხადებით ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია იზრუნოს თავისი თემის საუკეთესოდ წარმოჩენაზე, რათა მოხდეს მობრძანებული სტუმრებისთვის ღირსეული დახვედრის ორგანიზება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, „ონელობის“ დღესასწაული ყოველთვის გაიმართება აგვისტოს თვეში,იმისთვის რომ მეტ ადამიანს ქონდეს დღესასწაულზე დასწრების საშვალება.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო