ონის მუნიციპალიტეტში, 29 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

11.01.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში, 29 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
მოგეხსენებათ, რომ სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ონის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად და ეფექტიანად ხორციელდება, საწყის სტადიამდე დაბრუნება გარკვეულ დროს საჭიროებს.
ამ ეტაპზე, მდ. რიონის კალაპოტი ფორმირდება და ნაპირდამცავი გაბიონები ეწყობა.
ონის მუნიციპალიტეტს, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ 10 მლნ ლარი გამოუყო, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილის დროულ და ხარისხიან აღდგენას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა