ონის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

15.04.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
დღეს, სახელმწიფო რწმუნებული -პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან -გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხანდაზმულ ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცეს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერან ქალბატონს- იოლანდა ჩაგელიშვილს, რომლის ვაჟიც არჩილ ჩაგელიშვილი, აფხაზეთში განვითარებულ საომარ მოვლენებს შეეწირა და ხანდაზმულ ქალბატონს- ლოლა ხვედელიანს.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს