25.07.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
29-30 ივლისს, ქალაქ ონი შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული საერთაშორისო კონკურსს-ფესტივალს „ივერია – ბრილიანტს“ უმასპინძლებს, რომელშიც 8 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მონაწილე ქვეყნები: საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, ლიეტუვა, სომხეთი, თურქეთი, უზბეკეთი.
პროექტი საქართველოში მეექვსედ ტარდება, რომელიც სრულიად საქართველოს კათილოკოს პატრიარქის, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ააიპ „სოციალური საწარმო და “განსაკუთრებული ჟურნალი“ ანხორციელებს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ჩართულობით.
ღონისძიების მიზანია შშმ პირთა მხარდაჭერა, მათი რესოციალიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
#შეზღუდულიშესაძლებლობებიარარსებობს