ონის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

08.03.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
დღეს, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლასა და ბიბლიოთეკაში სტუმრებს უმასპინძლეს და ქალბატონებს ლამაზი დღესასწაული მოუწყვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და მოადგილე ეკა მაისურაძე..
დავით ჩიკვაიძემ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება უსურვა.
პოეტმა ანა ერისთავმა ისაუბრა დღესასწაულის მნიშვნელობაზე და საკუთარი ლექსებით მიულოცა ქალბატონებს 8 მარტი,
სამხატვრო სკოლის მოსწავლემ ლუკა ლიჩელმა კი საკუთარი შემოქმედების გამოფენით გამოხატა პატივისცემა და სიყვარული და ამ ფორმით მიულოცა ყველა დედას, ბებიას, დას და ქალბატონს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა