ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მოდიდებულმა მდინარე რიონმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

23.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მოდიდდა მდინარე რიონი და ქვედრულა,რომელმაც პრობლემები შეუქმნა 2020 წლის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
ადგილზე არსებული ვითარება სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმსა ქვემო სვანეთში პაპუნა მარგველიძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და კონტრაქტორ მეწარმეებთან ერთად მოინახულა.
სტიქიის კერებზე მობილიზებულია ტექნიკა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირება და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოები.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს