ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისთვის წინასაახალწლო სასაჩუქრე ნაკრებების დარიგება გრძელდება

29.12.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისთვის წინასაახალწლო სასაჩუქრე ნაკრებების დარიგება გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან და რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად სპეციალური საჭიროების მქონე პირებს წინასაახალწლო სასურსათე ნობათი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ 1054 პირზე/ოჯახზე გაიცა 293 518 ლარი

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს