ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა მიმდინარეობს

04.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა მიმდინარეობს.
3 და 4 აგვისტოს , სოფლებში ნაკიეთსა და ლაგვანთაში , მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 30 კაციანი ჯგუფი. ქალაქ ონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წმენდით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფები.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დატბორილი სახლების წმენდის სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა