ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

15.12.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
სოფელ უწერაში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ იერი“ ახორციელებს და ღირებულება 1670000 ლარს შეადგენს .
ხოლო სორსა და ლაგვანთაში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება.
სოფელი ლაგვანთა:
შემსრულებელი : შპს “ამს ტექნიკა”
ღირებულება: 795591.4 ლარი
სოფელი სორი
შემსრულებელი : შპს ცოტნე –
ღირებულება: 1 660000 ლარი
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს. თუმცა ინტენსიური მუშაობის შედეგად ვითარება სასიკეთოდ იცვლება .
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მომავალში კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს