ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

09.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებში ცეცხლის კერები დღეს დილიდან შეინიშნება, არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია მინდვრის საფარზე დაახლოებით 500კვ.მ ფართობზე.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესს პირადად უწევს მონიტორინგს.

შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა