ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. წოლაში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

12.12.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. წოლაში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის პირველ ეტაპზე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სოფ. წმენდაურის გადასახვევიდან, სოფ.წოლის მიმართულებით ერთ კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურას ასფალტო-ბეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით,
პროექტი გარდამავალია და მე-2 ეტაპის განხორციელება მომავალ წელს იგეგმება.
სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 359 940 ლარი.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა