ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

11.03.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
11 მარტს, საერთო კრება ჩატარდა სოფელ ცხმორში და მრავალძალის ადმინისტრაციულ ერთეულში სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
სოფელი ცხმორი – სკვერის კეთილმოწყობა;
სოფელი მრავალძალი – სანიაღვრე არხის მოწყობა,წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა